geo eng

სახელი : ქართველ ებრაელთა კულტურული მემკვიდრეობა 2013

წარმომავლობა : საქართველოს ეროვნული მუზეუმი

პერიოდი : 2013

აღწერა :

2013 წელს  საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაშ წარმოგიდგენილი იყო ქართველ ებრაელთა კულტურული მემკვიდრეობის ამსახველ გამოფენას და კატალოგის პრეზენტაციას სახელწოდებით ,,ქართველებრაელთა კულტურული მემკვიდრეობა". მულტიკულტურულ საქართველოში ებრაული დიასპორა ერთ-ერთი უძველესთაგანია. ჩვენი ქვეყანა ის იშვიათი გამონაკლისია, სადაც ებრაელებს ისტორიულად არამცთუ დევნიდნენ, არამედ მათ მიმართ ყოველთვის კეთილ და მეგობრულ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ. მეტად მნიშვნელოვანია ამ ტრადიციის გაგრძელება მომავალ თაობაშიც.

აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ებრაული კულტურის ამსახველი უნიკალური ექსპონატები, რომლებიც გასულ საუკუნეში თბილისში არსებულ ებრაულ მუზეუმში იყო გამოფენილი. მუზეუმის დახურვის შემდგომ კოლექციები სხვადასხვა მუზეუმებში გადანაწილდა, მათ შორის საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმსა და იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ებრაული კოლექციის 200 ექსპონატი, რომელთა დიდ ნაწილსაც დამთვალიერებელმა პირველად იხილა. აგრეთვე მოეწყობა კატალოგის ,,ქართველ ებრაელთა კულტურული მემკვიდრეობა" პრეზენტაცია, რომელიც ებრაულ კოლექციებთან ერთად ბოლოდროინდელ სამეცნიერო კვლევების შედეგებსაც მოიცავს. პროექტის მხარდამჭერები იყვნენ ისრაელის საელჩო საქართველოში და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.