geo eng

სახელი : ებრაული დღესასწაულის ხანუქისადმი მიძღვნილი გამოფენა 2012

წარმომავლობა : საქართველოს ეროვნული მუზეუმი

პერიოდი : 2012

აღწერა :

2012 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკამ წარმოგიდგინა ებრაული დღესასწაულის ხანუქისადმი მიძღვნილ გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული უნიკალური მასალები: თორის გვირგვინი, თორა, ვერცხლის ამულეტი - ამოტვიფრული ებრაული წარწერით და სხვა.

ღონისძიებაზე აგრეთვე გამოიფენილი იყო ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ძველი ებრაული წიგნები და ხელნაწერები: ესთერის გრაგნილი (ხელნაწერი), თორა და სხვა. დამთვალიერებელს საშუალება ექნება იხილოს უნიკალური ექსპონატები, რომელიც პირველად, ერთი დღით, გამოიფინება ხანუქის დღის საპატივცემულოდ. ღონისძიებას დაესწრნენ ებრაული ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე სხვა საპატიო სტუმრები.

გამოფენის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ებრაული სააგენტო "სოხნუთი" და ევროაზიული ებრაული კონგრესი.