geo eng

სახელი : მარადიული ცეცხლი ქართველ ებრაელთა კულტურა და ყოფა 2008

წარმომავლობა : საქართველოს ეროვნული მუზეუმი

პერიოდი : 2008

აღწერა :

საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში ჩატარდა ქართველ ებრაელთა კულტურისა და ყოფის ამსახველ გამოფენა "მარადიული ცეცხლი", რომელიც ისრაელის სახელმწიფოს 60 წლის იუბილესა და საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დაარსებიდან 75 წლისთავს მიეძღვნა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ექსპონატები მრავალმხრივ ასახავდა ქართველ ებრაელთა კულტურასა და ყოფას. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. ასევე ფოტომასალა, ეროვნული სამოსი, სარიტუალო, რელიგიური და ყოფითი დანიშნულების ნივთები.გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ისრაელის საელჩო საქართველოში, ებრაული სააგენტო "სოხნუტი"-ს წარმომადგენლობა საქართველოში, ისრაელი-საქართველოს ბიზნეს პალატა და ისრაელის კულტურის ცენტრი.

საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 1933-1951 წლებში ძველი გუმბათიანი სინაგოგის შენობაში იყო განთავსებული. სამი წლის განმავლობაში მუზეუმი აწყობდა სამეცნიერო-ეთნოგრაფიულ ექსპედიციებს ებრაელებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. აღნიშნული ექსპედიციების შედეგად შეგროვდა ებრაული კულტურის ამსახველი მდიდარი კოლექცია, რომლის ნაწილიც ამჟამად წარმოდგენილია გამოფენაზე. 1951 წელს მუზეუმი დაიხურა და სინაგოგის შენობის კონფისკაციის შემდეგ მისი კოლექციები ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმს, ი. რიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმსა და კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტს გადაეცა. 1992 წელს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ასოციაციის ინიციატივით თბილისში აღდგენილ იქნა ებრაული მუზეუმი, რომელიც კვლავ სინაგოგის შენობაში დაბინავდა, თუმცა შენობის ავარიული მდგომარეობის გამო კოლექციები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება.