geo eng

სახელი : ტალითი

მასალა : შალი, ბამბა, აბრეშუმი

აღწერა :

ტალითი - ებრაული რიტუალური მოსასხამი, რომელიც მართკუთხა თეთრი ქსოვილისაგან (შალი, ბამბა, აბრეშუმი) მზადდება. კიდეებში რამდენიმე ცისფერი, ლურჯი, ან შავი ზოლი აქვს ჩაქსოვილი. იუდაიზმში, ლოცვის დროს მამაკაცისათვის ტალითის მოსხმა თორის მითითებების სიწმინდეში შემოსვასა და ღმერთის ნებისადმი სიმბოლურ დამორ- ჩილებას გულისხმობს. ციციტი - სარიტუალო ფოჩებიანი სამოსია, რომელსაც მამაკაცები ატარებენ. ციციტი ბიბლიურ ივრითში ქსოვილის ფოჩს ნიშნავს. ებრაელი მამაკაცის სამოსზე ციციტს რიტუალური დანიშნულება გააჩნია.