geo eng

სახელი : ოქროს ფირფიტა - ამულეტი ებრაული წარწერით

მასალა : ოქრო

აღწერა :

ამულეტი ებრაული წარწერით. ოქრო. მცხეთა. შიდა ქალაქი. V საუკუნე. წაწერის თანახმად, ავგაროზი ეკუთვნოდა აბრაჰამ სარას ძეს.

"თუკი ძვ.წ. VI-I საუკუნეების არქეოლოგიურ მასალაში ებრაელთა საქართველოში ყოფნის კვალი ჯერჯერობით არ ჩანს, ქრისტიანული წელთაღრიცხვის პირველივე საუკუნეებიდან სიტუაცია მკვეთრად იცვლება: ამ დროიდან მოკიდებული უკვე მრავლად გვაქვს როგორც პირდაპირი, ისე ირიბი მონაცემები ებრაული მოსახლეობის არსებობის შესახებ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, განსაკუთრებით კი ქალაქებში - მცხეთასა და ურბნისში."

იულონ გაგოშიძე