geo eng

სახელი : სეფერთორის კაბა

მასალა : ფარჩა, ბამბის ქსოვილი, ყაითანი, ოქრომკედი

ტექნიკა : ორმხრივი სითვი, ხელის დაზგაზე ნაქსოვი

პერიოდი : XX ს. დასაწყისი

აღწერა :

სეფერთორის კაბა (საკულტო დანიშნულების). XX ს. დასაწყისი. ფარჩა, ბამბის ქსოვილი, ყაითანი, ოქრომკედი, ხელის დაზგაზე ნაქსოვი, ნამაგრი სითვი. 57×36. ფარჩის, შინდისფერი, სახიანი, სწორად შეკერილი, თავზე ყვითელი ფოჩი აქვს შემოვლებული, ზედ ერთი სამხარე აქვს დაკერებული. ერთ მხარეს ოქრომკედით ნაქსოვი ზონარის ექვსქიმიანი ვარსკვლავია დაკერებული. ვარსკვლავის ქიმები ფუნჯებით ბოლოვდება, სარჩულად თეთრი მიტკალი უდევს.