geo eng

სახელი : ბალიშის პირი

მასალა : ხავერდის, აბრეშუმისა და ბამბის ქსოვილი, კილიტი, ოქრომკედი, სირმა და ხავერდულა ძაფი, ოქრომკედის გრეხილური

ტექნიკა : ნამაგრი სითვი

პერიოდი : XIX ს. მეორე ნახევარი

აღწერა :

ბალიშისპირი. XIX ს. მეორე ნახევარი. ხავერდის, აბრეშუმისა და ბამბის ქსოვილი, კილიტი, ოქრომკედი, სირმა და ხავერდულა ძაფი, ოქრომკედის გრეხილური, ნამაგრი სითვი. ბალიშისპირი, ხავერდის, ლურჯი; ოთხკუთხოვანი, კილიტებით, ოქრომკედით, სირმით და ხავერდის ძაფებით სტილიზებული მცენარეებია ამოქარგული. შუაში ჩაყენებულია სალათისფერი აბრეშუმის ნაჭერი, რომელიც შალის ფერადი ძაფითა და ოქრომკედითაა ნაქარგი. ბალიშისპირს გარშემო ოქრომკედისა და ყვითელი ძაფის გრეხილი აქვს შემოვლებული. ბალიშისპირის ზურგი ლურჯი ტილოს ქსოვილისაა.

ზომა: 56×50.5