geo eng

სახელი : იბრიღი (წყლის სარიტუალო ჭურჭელი)

მასალა : სპილენძი

ტექნიკა : ჭედვა

აღწერა :

იბრიღი (წყლის სარიტუალო ჭურჭელი). XIX ს. სპილენძი, ჭედვა. H-38,3. დაბალი ფეხით, მრგვალი, მაღალი, მუცლით. მუცლის ზედა ნაწილიდან ტუჩი (წურწუმა) ადის. იბრიღის ყელი შუისკენ ვიწროვდება, თავი კი მომრგვალებული აქვს. სახელურის ერთი ბოლო იბრიღის ყელის პირზეა მიმაგრებული, მეორე - მუცელს უახლოვდება, მაგრამ ზედაპირს არ ეხება. სახელურის თავზე დამაგრებულია იბრიღის წვეტიანი სახურავი. იბრიღი მთლიანად ორნამენტირებულია.