geo eng

სახელი : შადაი-ამულეტი

მასალა : ლითონი, ხავერდი

ტექნიკა : ამოტვიფრული წარწერით

პერიოდი : XIX ს. მეორე ნახევარი

აღწერა :

შადაი-ამულეტი. XIX ს. მეორე ნახევარი. ვერცხლი, ამოტვიფრული წარწერით. ამულეტი (არაბულიდან - საკიდი) - გამოყენებას ძველი ტრადიცია გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ებრაული რელიგიური კანონი ღმერთისა და რაიმე სიმბოლოების გამოსახულებას კრძალავს. როგორც წესი, ამულეტებზე უბედურებისგან დამცავი მაგიური ტექსტები და ნიშნებია გამოსახული. საუკუნეების მანძილზე, მრავალი ტიპის ამულეტი იყო გავრცეელბული და თითოეულს განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გამოსახულებების გარდა, ხშირად, ამულეტის შინაარსს (დანიშნულებას) მასზე მოთავსებული წარწერები განმარტავს, ზოგი ორსულ ქალს და მშობიარეს იცავს, ზოგი – მგზავრობაში მყოფ ადამიანს, ან ზოგადად ავი თვალისგან დამცავია. თილისმებად ხშირად მეზუზა, მენორა, მოსეს ათი მცნება და ბოლო დროს ყველაზე პოპულარული – სტილიზირებული სიტყვა „ჰაი“ (სიცოცხლე) და მაგენ დავითი გამოიყენება. ამულეტებს ატარებენ, როგორც იუდაიზმის ნიშანს. 

ზომა: 7×6