geo eng

სახელი : თბილისის რაბინის ლუქის საბეჭდავი

მასალა : სპილენძი

პერიოდი : XIX ს.

აღწერა :

შუაში გამოსახულია მაგენ დავითი (ექვსქიმიანი ვარსკვლავი) - დღეს ყველაზე გავრცელებული და იუდაიზმის უმთავრეს სიმბოლოდ აღიარებული „დავითის ვარსკვლავი“ ან „დავითის ფარი“, როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ, თავდაპირველად უფრო ინტერნაციონალური სიმბოლო იყო. და გვხვდება ძველ ინდოეთში, მოგვიანებით კი – ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში. მაგენ დავითი თალმუდში არ არის მოხსენიებული. გექსოგრამა (ექვსქიმიანი ვარსკვლავი) საუკუნეების მანძილზე არსებობდა, მაგრამ მხოლოდ XVII საუკუნიდან იქნა აღიარებული წმინდა ებრაულ სიმბოლოდ პრაღაში. მაგენ დავითი ხშირად საკულტო დანიშნულების საგნების მოსართავად, ან როგორც რელიგიური სიმბოლიკა, ისე გამოიყენება.