geo eng

სახელი : თიხის უნგვენტარიუმი

მასალა : თიხა

აღწერა :

უნგვენტარიუმი. თიხა. ურბნისის სამაროვანი (შიდა ქართლი), სამარხი #230. I საუკუნე.

"თუკი ძვ.წ. VI-I საუკუნეების არქეოლოგიურ მასალაში ებრაელთა საქართველოში ყოფნის კვალი ჯერჯერობით არ ჩანს, ქრისტიანული წელთაღრიცხვის პირველივე საუკუნეებიდან სიტუაცია მკვეთრად იცვლება: ამ დროიდან მოკიდებული უკვე მრავლად გვაქვს როგორც პირდაპირი, ისე ირიბი მონაცემები ებრაული მოსახლეობის არსებობის შესახებ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, განსაკუთრებით კი ქალაქებში - მცხეთასა და ურბნისში.

საქართველოში შესწავლილი ერთადერთი ძველი ნეკროპოლი, გარდა სამთავროსი, რომელიც მას ჰგავს ორივე, ზემოთ ხსენებული ნიშნით, ე.ი. როგორც მიცვალებულთა ორიენტაციით, ისე მინის სანელსაცხებლე ჭურჭლის სიუხვით, ურბნისის I-III საუკუნის სამაროვანია და ურბნისშიც, როგორც ეს ცნობილია ძველი ქართული წერილობითი წყაროებიდან, ებრაული თემი ცხოვრობდა IV საუკუნის დასაწყისში, როცა საქართველოს განმანათლებელი წმ. ნინო იერუსალიმიდან საქართველოში შემოვიდა. ურბნისის სამაროვნის 140 ინვენტარიანი სამარხიდან 65 სამარხში მინის 200-ზე მეტი სანელსაცხებლე ჭურჭელი აღმოჩნდა, ერთ სამარხში კი საბეჭდავი ბეჭედიც იყო ებრაული წარწერით: “მოწმობა."

იულონ გაგოშიძე