geo eng

სახელი : მინის სანელსაცხებლეები

მასალა : მინა

აღწერა :

სანელსაცხებლეები. მინა. ურბნისის სამაროვანი (შიდა ქართლი), სამარხი #230. I საუკუნე.

"თუკი ძვ.წ. VI-I საუკუნეების არქეოლოგიურ მასალაში ებრაელთა საქართველოში ყოფნის კვალი ჯერჯერობით არ ჩანს, ქრისტიანული წელთაღრიცხვის პირველივე საუკუნეებიდან სიტუაცია მკვეთრად იცვლება: ამ დროიდან მოკიდებული უკვე მრავლად გვაქვს როგორც პირდაპირი, ისე ირიბი მონაცემები ებრაული მოსახლეობის არსებობის შესახებ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, განსაკუთრებით კი ქალაქებში - მცხეთასა და ურბნისში.

მინის სანელსაცხებლეების სიმრავლით გამოირჩევა სამთავროს სამაროვნის I-III საუკუნეთა სამარხებიც, სადაც აღმოჩენილია ასამდე სანელსაცხებლე. მინის ეს ჭურჭელი სურნელოვანი ზეთების გადასაზიდად მოიხმარებოდა, ნელსურნელებით მიცვალებულთა განბანვა კი იმდროინდელი ებრაელების დაკრძალვის რიტუალის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი იყო  (იხ., მარკოზი 16,1).”

იულონ გაგოშიძე