geo eng

სახელი : "ჯეიზი" – მზითვის აღწერა

მასალა : ტილო

ტექნიკა : ზეთი

ავტორი : შ. კობოშვილი

პერიოდი : 1939

აღწერა :

ქორწილის წინა დღეებში პატარძლის მშობლების ოჯახში ხდებოდა მისი მზითვის აღწერა და შეფასება. ხუთშაბათს, ქორწინების წინ, ნაშუადღევს, პატარძლის ოჯახში მიწვეული მოსამართლე, რაბინი და ხახამი ქეთუბის (საქორწინო ხელშეკრულების) მეორე გვერდზე მზითვის ნუსხას ჩამოწერდნენ. ამ დროს სტუმრები საჩუქრებს მიართმევდნენ პატარძალს და ისინიც მზითვის საერთო რიცხვს ემატებოდა. დამსწრე საზოგადოების წინაშე გაშლილი იყო მთელი მზითევი და ფასდებოდა თითოეული ნივთი. შემდეგ ქეთუბის მეორე გვერდზე ჩამოწერდნენ ყველა ამ ნივთს და მათ ღირებულებას. ბოლოს, მთელ მზითვს დიდ ბოღჩებში გამოჰკრავდნენ, შამაშებს (სინაგოგის მცველებს) აჰკიდებდნენ და ნეფის სახლში აგზავნიდნენ. ნეფე შამაშებს გასამრჯელოს აძლევდა. 

ზომა: 44X53,5

შალომ კობოშვილის კატალოგი