geo eng

სახელი : "აჯლა" - საქორწინო სარეცელი

მასალა : ტილო

ტექნიკა : ზეთი

ავტორი : შ. კობოშვილი

პერიოდი : 1939

აღწერა :

ეს ტრადიცია დაკავშირებულია მხოლოდ ახალციხესთან და გავრცელებული იყო, როგორც იქაურ ებრაელთა, ასევე ქართველთა შორისაც. "აჯილაკი", "აჯლა", მესხურ-ჯავახური დარბაზის ერთ-ერთ კუთხეში საქორწილოდ გამართული, ხალიჩებით დამშვენებული ნეფე-დედოფლისთვის განკუთვნილი ტახტი იყო. ახალციხელ ებრაელებთან "აჯლა" შეიძლება ყოფილიყო ფიცრული ან ქსოვილისგან გაკეთებული. "ხუფის" (ქორწილის) შემდეგ ნეფეს შეჰყავდა დედოფალი ტრაპეზთან ახლოს მიდგმულ პატარა ოთახში (აჯლაში), რომელიც კათედრისებრ იყო ამაღლებული და სინაგოგიდან მოტანილი რამდენიმე მოქარგული ფარდა ფარავდა, შიგ ჩასვამდნენ დედოფალს, ნეფე კი უკან, კათედრაზე ბრუნდებოდა. ამ დროს რაბი დამსწრე საზოგადოებასთან ერთად მღეროდა.

ზომა: 45,5Х59 

შალომ კობოშვილის კატალოგი