geo eng

სახელი : ფრინველის დაკვლა რელიგიური წესით

მასალა : ტილო

ტექნიკა : ზეთი

ავტორი : შ. კობოშვილი

პერიოდი : 1940

აღწერა :

ქაფარის შემოვლება და ქათმის დაკვლა ორი ურთიერთდაკავშირებული რიტუალია. რელიგიური დღესასწაულის - "იომ-ქიფურის" (ცოდვების მიტევების დღის) წინ მორწმუნე ებრაელები მონანიების მიზნით ვალდებული არიან თავზე შემოივლონ ქაფარა – ქათამი, რის შემდეგაც მას ხახამს ან ღარიბებს აძლევენ. ებრაელთათვის საკვებად ვარგისად ითვლებოდა მხოლოდ შოხეტის - დამკვლელის მიერ რელიგიური წესების დაცვით დაკლული  ფრინველისა თუ საქონლის ხორცი. ფრინველისა და საქონლის დაკვლა შეეძლო სპეციალურად საამისოდ მომზადებულ პირს, რომელსაც მიღებული ჰქონდა შოხეტად მუშაობის უფლება.

ზომა: 70,5X101

შალომ კობოშვილის კატალოგი