geo eng

სახელი : ხანუქის სანთლების კურთხევა

მასალა : ტილო

ტექნიკა : ზეთი

ავტორი : დ. გველესიანი

აღწერა :

ხანუქა ერთ-ერთი უძველესი ისტორიული დღესასწაულია და უკავშირდება მაკაბელთა გამარჯვებას, როდესაც მათ ძვ. წ. 165 წელს სელევკიდების მიერ დაპყრობილი იერუსალიმის ტაძარი დაიბრუნეს. ბერძნების მიერ წაბილწულ ტაძარში მხოლოდ ერთი დღის სამყოფი წმინდა ზეთი იყო დარჩენილი, რომლითაც მენორას (ტაძრის შვიდსანთლიან შანდალს) ანთებდნენ. ახალი ზეთის გამოსახდელად კი რვა დღე იყო საჭირო. მოხდა სასწაული და სანთლები ზუსტად რვა დღე არ ჩამქრალა. ამიტომ ხანუქის სინათლის დღესასწაულსაც უწოდებენ. ტრადიციულად ხანუქაზე (ცხრასანთლიან შანდალზე) რვა დღის განმავლობაში ანთებენ სანთლებს, ერთი დამხმარე სანთლით ყოველ დღე თითო სანთელს ამატებენ.

ზომა: 61,1X47,3