geo eng

სახელი : ჩიხტის თავსაკრავი

მასალა : ხავერდის ქსოვილი, ბამბის ძაფი

ტექნიკა : ორმხრივი სითვი

პერიოდი : XIX ს. მეორე ნახევარი

აღწერა :

ჩიხტის თავსაკრავები ძალიან მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი ებრაული მუზეუმის კოლექციაში. ქალაქელი ქართველი ებრაელი ქალის სამოსი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარსა და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, ეთნოგრაფიული თვალსაზრისით, თითქმის არ განსხვავდება ქართველი ქალის სამოსისგან, გამონაკლისს ახალციხური ჩაცმულობა წარმოადგენს, რომელშიც აღმოსავლური ზეგავლენა სჭარბობს. კოლექციაში წარმოდგენილი ჩიხტის თავსაკრავები საინვენტარო წიგნში არ არის დათარიღებული, კატალოგში მხოლოდ რამდენიმე გვაქვს წარმოდგენილი, როგორც ჩანს, ისინი სხვადასხვა ფენის წარმომადგენელ ქალბატონებს ეკუთვნოდა, რაზეც ქსოვილი და ნაქარგი მეტყველებს და თითოეული მათგანი განსხვავებული დროით შეიძლება დათარიღდეს, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან მე-20 საუკუნის დასაწყისის ფარგლებში.           

ზომა: 45X3