geo eng

სახელი : განმარტებითი ლექსიკონი

აღწერა :


 

 

 

 

 

 

 

 

 

“შაქარ-პური” – დანიშვნის ცერემონია ებრაული ტრადიციის თანახმად.  ცნობილი იყო აგრეთვე “ბეს გაცვლის”, “ხმის გატანის” სახელწოდებით. “შაქარ-პური” სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა და აღნიშნავდა ქადის მაგვარ ტკბილ ნამცხვარს და შაქრის დიდ თავს, რომლებიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო მაგიდაზე “დაწინდვის” ცერემონიისას.

 
მიკვე - მიკვე (პირდაპირი მნიშვნელობით დაგროვილ (წყალს) ნიშნავს, რიტუალური უწმინდურობისგან განბანისათვის (ტვილა) განკუთვნილ წყლის რეზერვუარს). მიკვე სინაგოგასთან არსებული რიტუალური აბანოა, რომლის დანიშნულება არა მხოლოდ ჰიგიენური სისუფთავის დაცვაა, არამედ რიტუალური განწმენდაა. ამიტომ მიკვეში წინასწარ დაბანილები შედიან. ცნობები და კანონები მიკვეს შესახებ ჯერ კიდევ თორაშია მოხსენიებული. შემდგომში მიკვეს კანონები თალმუდში ტრაქტატშია თავმოყრილი და აგრეთვე სხვა თალმუდისშემდგომ ლიტერატურაში განიხილება. საქორწინო სამზადისის ერთ-ერთი აუცილებელი ტრადიცია იყო დედოფლის წაყვანა რიტუალურ აბანოში-მიკვეში და მის წყალში გავლება განწმენდის მიზნით.
ქორწილის წინა დღეებში დედოფლის მშობლების ოჯახში ხდებოდა პატარძლის მზითვის აღწერა და შეფასება. ი.ჩორნის მიხედვით ხუთშაბათს “ხუფის” (ქორწინების) წინ დედოფლის ოჯახში თავს მოიყრიდნენ ხალხის მეთაურები – მოსამართლე, რაბი, ხახამი – ქორწინების აქტის მეორე გვერდზე მზითევს ჩამოწერდნენ. დამსწრე საზოგადოების წინაშე გადაშლიდნენ მთელ მზითევს და კომისია აფასებდა თითოეულ ნივთს. ბოლოს მთელ მზითევს დიდ ბოხჩებში გამოკრავდნენ, “შამაშებს” (სინაგოგის მცველი) ზურგზე აჰკიდებდნენ და ნეფის სახლში გზავნიდნენ. ნეფე შამაშებს გასამრჯელოს აძლევდა.
 
აჯლა -  გავრცელებული იყო ძირითადად ახალციხელ ებრაელებთან. შეიძლება ყოფილიყო ფიცრული ანქსოვილისგან გაკეთებული. “ხუფის” (ქორწილის) შემდეგ ნეფე ორივე ხელს ჰკიდებდა დედოფალს და შეჰყავდა ტრაპეზთან ახლოს მიდგმულ პატარა ოთახში (აჯლაში), რომელიც კათედრისებრ იყო ამაღლებული და რომელსაც სალოცავიდან მოტანილი რამდენიმე ფარად ჰფარავდა, შიგ ჩასვამდა დედოფალს, მერე ნეფე უკან ბრუნდებოდა და კათედრზე დგებოდა. ამ დროს რაბი დამსწრე ხალხთან ერთად მღეროდა.. ფრინველის დაკვლა გარკვეული წესის დაცვით ხდებოდა. ებრაელთათვის საკვებად ვარგისად ითვლებოდა მხოლოდ “შოხეტის” – დამკვლელის მიერ რელიგიური წესების დაცვით დაკლული ფრინველისა თუ საქონლის ხორცი. რელიგიური დღესასწაულის ქიფურის წინა დღეს მორწმუნე ებრაელები ცოდვის
მონანიების მიზნით ვალდებულნი იყვნენ შემოევლოთ ქაფარა – ქათამი ან მამალი, რითაც მას თითქოს ცოდვები შეუმსუბუქდებოდა. შემოვლებული ქათამი კი მას ხახმისათვის ან ღარიბებისათვის უნდა მიეცა.
 
მეზუზა – სიტყვა სიტყვით ნიშნავს კარის ამყოლს და მაგრდება სახლის შესასვლელი კარის ამყოლზე. თვითონ მეზუზა კი არის ფუტლიარი, რომელშიც ჩადებულია პერგამენტზე დაწერილი ტექსტი. ტექსტი პერგამენტის მხოლოდ ერთ მხარესაა დაწერილი და ამასთან ერთად, დამწერი - სოფერი მკაცრად იცავს გარკვეულ წესებს, რომლის შესრულების გარეშე მეზუზა არ ითვლება ქაშრად და მისი გამოყენება არ შეიძლება. Mმეზუზის ტექსტი შეიცავს ღმერთის ერთ ერთ სახელს – “შადაი”, რომელიც ასე იშიფრება: “ისრაელის კარებთა მცველი”. ანუ მეზუზა იცავს ებრაული სახლის შესასვლელს, სახლს ყოველგვარი უბედურებისგან, მტრისგან, მაგრამ გარდა ამ ღირსეული ფუნქციისა, მეზუზას სხვა, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობაც აქვს. რამბავი აღნიშნავ, რომ საჭიროა ძალიან დიდი ყურადღებით მოვეკიდოთ მეზუზის მცნების შესრულებას, რაც ყველასათვის მარადჟამს აუცილებელია სახლში შესვლის თუ გამოსვლის დროს. ადამიანი თვალს მოჰკრავს თუ არა მეზუზას, ხელით ემთხვევა და კოცნის, მასში იღვიძებს სიყვარული უფლისადმი.
 
სინაგოგა (ბერძნ.: συναγωγή, ტრანსლიტ. სყნაგოგē, „ყრილობა, თავშეყრა“; בית כנסת ბეით ქნესეთ, „თავშეყრის სახლი“; שול ორ בית תפילה ბეით თფილა, „ლოცვის სახლი“; אסנוגה, ესნოგა) — ებრაული სალოცავი ადგილი.
სინაგოგას, როგორც წესი, აქვს ერთი ვრცელი დარბაზი ლოცვებისთვის,
მცირე ოთახები სასწავლებლად და ხშირად საზოგადოებრივი დარბაზი და ოფისები. ზოგიერთს ასევე ცალკე ოთახი აქვს თორას სასწავლოდ, რომელსაც ბეით მიდრაშ-ს უწოდებენ — בית מדרש (ბეით მიდრაშ, „სწავლის სახლი“).
სინაგოგები წმინდა ადგილი არ არის, ასევე სინაგოგა არ არის სავალდებულო სალოცავად. ებრაეული ლოცვები შეიძლება ჩატარდეს იქ, სადაც ათი ებრაელი შეიკრიბება. სინაგოგა არ არის ტაძარი და არ ცვლის ნამდვილ, დიდი ხნის წინ დანგრეულ წმინდა ტაძარს იერუსალიმში.
 
იუდაისტიკა არის დისციპლინა, რომელიც შეისწავლის და იკვლევს იუდაიზმს, ანუ ისრაელის ხალხის ისტორიას, კულტურასა და რწმენას. ამ კვლევებში მთავარი ამოსავალი წერტილი არის ებრაული წერილობითი ძეგლების ფილოლოგიური ანალიზი. როგორც ცნობილია, ეს წყაროები სხვადასხვა ენაზე (ებრაული, არამეული, იუდეო-არაბული, იდიში, ლადინო, იუდეო-სპარსული იქმნებოდა. წყაროთა ფილოლოგიური დამუშავების საკვლევი მასალების შესწავლას და კვლევას განაგრძობენ იმ მეთოდებით, რომლებსაც ფილოსოფიის ფაკულტეტის
 
თორ(תורה) -- ებრაულად სწავლება, დარიგება, კანონი. თორა არის თანახის (תנ\"ך) ნაწილი, რომელიც ქრისტიანული ბიბლიის ძველ აღთქმას შეესაბამება. თორა შედგება მოსეს 5 წიგნისაგან:
დაბადება Gენესის (ბერეშით בראשית) - მოსეს I წიგნი
გამოსვლათა Eხოდუს (შემოთ שמות) - მოსეს II წიგნი
ლევიტელთა Lეხიტიკუს (ვაიკრა ויקרא) - მოსეს III წიგნი
რიცხვთა Nუმერი (ბემიდბარ במדבר) - მოსეს IV წიგნი
მეორე რჯულისა Dეუტერონომიუმ (დვარიმ דברים) - მოსეს V წიგნი
 
მენორა (ებრ. הָרוֹנְמ — მენორა, \"განათებელი\") — ოქროს შვიდტოტიანი განათებელი (შვიდსანთელა), რომელიც ბიბლიის თანახმად
მდებარეობდა სკინიაში. მერე გადმოიტანეს იერუსალიმში იერუსალიმის მეორე ტაძრის დანგრევამდე, არის იუდაიზმის ერთ ერთი უძველესი ატრიბუტი. მენორა გამოსახულია ისრაელის სახელმწიფო გერბზე.
ზეპირი
 
სოლომონის ტაძარი (ებრ.: בית המקדש, ბეით ჰამიკდაშ), ასევე პირველი ტაძარი, ბიბლიურად პირველი ებრაული ტაძარი იერუსალიმში. ტაძარი ლოცვებისა და მსხვერპლშერწირვის უმთავრესი ადგილის დანიშნულებას ასრულებდა. ტაძრის მშენებლობა დასრულდა ძვ. წ. X საუკუნეში; ბაბილონელებმა გაანადგურეს ძვ. წ. 586 წელს.
 
დიასპორა ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და \"გაბნევას\" ნიშნავს. დიასპორას იწვევს იძულებითი გადასახლება, გენოციდის საფრთხე, ეკონომიკური და გეოგრაფიული ფაქტორების ზემოქმედება. თავდაპირველად ტერმინ ”დიასპორას” იყენებდნენ პალესტინის გარეთ მცხოვრები ებრაელების მიმართ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სამშობლოდან განდევნეს ჯერ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II-მ (ძვ.წ. VI ს.), შემდეგ რომაელებმა ახ.წ. I-II სს-ში. შემდგომში იგი გავრცელდა სხვა ეთნიკური (მაგ. სომხები, ირლანდიელები, ჩინელები) და რელიგიური (მაგ. პირველი ქრისტიანები) ერთობების მიმართაც.