მძივები. სარდიონი. მინა. კერამიკა. ურბნისის სამაროვანი (შიდა ქართლი), სამარხი #193. I საუკუნე.
"თუკი ძვ.წ. VI-I საუკუნეების არქეოლოგიურ მასალაში ებრაელთა საქართველოში ყოფნის კვალი ჯერჯერობით არ ჩანს, ქრისტიანული წელთაღრიცხვის პირველივე საუკუნეებიდან სიტუაცია მკვეთრად იცვლება: ამ დროიდან მოკიდებული უკვე მრავლად გვაქვს როგორც პირდაპირი, ისე ირიბი მონაცემები ებრაული მოსახლეობის არსებობის შესახებ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, განსაკუთრებით კი ქალაქებში - მცხეთასა და ურბნისში.”
იულონ გაგოშიძე