2015 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენილი იყო გამოფენა სახელწოდებით „საქართველოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება მხატვრობაში".
გამოფენა ეძღვნებოდა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრის 10 წლის იუბილეს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და კერძო კოლექციებში დაცული 115 ნამუშევარი, რომლებიც XIX-ХХI საუკუნეებში საქართველოში მოღვაწე სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელ მხატვართა მიერ არის შესრულებული. ეს მხატვრები არიან: მ. ტილკე, კ. ზდანევიჩი, ს. ფარაჯანოვი, რ. ზომერი, ი. ზანოვსკი, ა. მელიქოვი, ლ. ბაიახჩევი, შ. კობოშვილი, დ. გველესიანი, ო. შმერლინგი, გ. ხაჩატურიანი, ბ. რომანოვსკი, ც. შუხაევი, ვ. ბებუთოვა-გაბუნია.
გამოფენაზე წარმოდგენილი თითოეული ნამუშევარი საქართველოს მრავალეროვნული და მრავალკონფესიური კულტურული ტრადიციების ამსახველია.
გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი. ღონისძიების მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო სააგენტოს მიერ დაფინანსებული (USAID) საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტი „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება" (ANI).