შაბათის სუფრის კურთხევისას პურზე დასაფარებელი. ხელსახოცი, აბრეშუმის, რუხი ფერის, ოთხკუთხა, რუხი და ვარდისფერი ძაფებით ნაქარგი. გარშემო რუხი ფერის სირმანარევი მაქმანი აქვს შემოვლებული. ხელსახოცი (პურის გადასაფარებელი), რომელსაც შაბათის სუფრის კურთხევისას აფარებდნენ მოწნულ მრგვალ პურს - ხალას. ძველი მეთალმუდეები შაბათს პატარძალს ადარებდნენ. დალოცვის შემდეგ ხალას საზეიმოდ "ათავისუფლებდნენ სამოსისგან", როგორც პატარძალს. მსგავსი გადასაფარებლები, როგორც წესი დამშვენებულია მრავალფეროვანი ნაქარგობით, საკულტო გამოსახულებებით, პურის დალოცვით.
L-47, H-44,5