გვირგვინის ტანი დაფანჯრული და ორნამენტირებულია, ზანზალაკებიანი, თავზე არწივის გამოსახულებაა დამაგრებული. გვირგვინი სიმბოლურად ხაზს უსვამს თორის სიდიადესა და მნიშვნელობას. გვირგვინით თორის შემკობის ტრადიცია შუა საუკუნეებიდან იწყება. გვირგვინი ხშირად მდიდრულად დეკორირებულია ებრაულ მოტივებზე შესრულებული ჭედურობით, წარწერებით, ზოომორფული გამოსახულებებითა და ორნამენტებით. ხოლო მასზე მიმაგრებული ზანზალაკები, თორის გადაადგილებისას მის გამოჩენას ახმოვანებენ.
H-32,5