ებრაული რიტუალური მოსასხამი, რომელიც მართკუთხა თეთრი ქსოვილისაგან მზადდება. კიდეებში რამდენიმე ცისფერი, ლურჯი, ან შავი ზოლი აქვს ჩაქსოვილი. იუდაიზმში, ლოცვის დროს მამაკაცისათვის ტალითის მოსხმა თორის მითითებების სიწმინდეში შემოსვასა და ღმერთის ნებისადმი სიმბოლურ დამორჩილებას გულისხმობს. ციციტი - სარიტუალო ფოჩებიანი სამოსია, რომელსაც მამაკაცები ატარებენ. ციციტი ბიბლიურ ივრითში ქსოვილის ფოჩს ნიშნავს. ებრაელი მამაკაცის სამოსზე ციციტს რიტუალური დანიშნულება გააჩნია.