"ბრეთის ბიბლიის" კულტი სოფელ ბრეთის ებრაელებს უკავშირდება. XVIII საუკუნიდან "ბრეთის ბიბლიის" სასწაულმოქმედებაზე მრავალი ლეგენდა თუ გადმოცემა არსებობს. დროთა განმავლობაში ის მთლიანად საქართველოს ებრაელთა თაყვანისცემის საგნად იქცა. იუდა ჩორნის (1835-1880) გადმოცემით, მასთან ებრაელების გარდა ქართველებსაც მიჰქონდათ შესაწირი და განკურნებას ევედრებოდნენ. ბიბლიის ყმათა დასაფიცებელი საკულტო მნიშვნელობაც გააჩნდა.
შუა საუკუნეების დროინდელი ბიბლია პერგამენტზე ხელით იყო შესრულებული. ის დაიკარგა და XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ხელნაწერი "ბრეთის ბიბლიის" ფუნქციას ნაბეჭდი ბიბლია ასრულებდა.
ზომა: 23,5X30,5