ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ლაილაშის ბიბლია ხელნაწერი თორაა კომენტარებითა და ფერადი გეომეტრიული დეკორით (ამჟამად დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ისევე, როგორც ბრეთის ბიბლია). ხელნაწერი შესრულებულია პერგამენტზე და მისი ტექსტი მოიცავს ძველი აღთქმის ხუთწიგნეულსა და მაზორახს. პალეოგრაფიული ანალიზის საფუძველზე ხელნაწერი X-XI საუკუნეებით დათარიღდა. კონსონანტური ტექსტის დამწერლობის თვალსაზრისით ლაილაშის ბიბლია დღეს ცნობილ ხელნაწერთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოა.
გვერდის ზომები: 44×38