სეფერთორა. XIX ს. ხე, ქაღალდი. თორის გრაგნილი. "სეფერ" – ივრითულად წიგნს ნიშნავს. სეფერთორა სინაგოგის ყველაზე წმინდა ნივთია. როგორც წესი, სეფერთორა შემოსილია საგანგებოდ მისთვის განკუთვნილი თორის სამოსით (კაბით), ან თავსდება სტილიზებულ ტომარაში და თავზე გვირგვინს ადგამენ.