იბრიღი. XIX ს. სპილენძი, ჭედვა. H-39,2. მაღალი ფეხით, მრგვალი, მუცლიანი, მუცელზე ტუჩი (წურწუმა) აქვს დამაგრებული. ყელი შუის ქვევით დაღარულია, სახელური იბრიღის ყელის პირზეა დამაგრებული, მეორე ბოლო კი - მუცელზე. სახელურს ზევით იბრიღის წვეტიანი სახურავი უერთდება.