რიმონიმ (სეფერთორის დამაგვირგვინებელი) – ებრ. სიტყვა ბროწეულის მრავლობით რიცხვია, რის ფორმასაც წააგავდა თავდაპირველად გვირგვინი. ტრადიციულად, რიმონიმის ფორმის გამოყენება უკავშირდება ბროწეულის ნაყოფის მარცვლების რაოდენობას, რომელიც თორაში 613 მიცვის ტოლია. გვირგვინი სიმბოლურად ხაზს უსვამს თორის სიდიადესა და მნიშვნელობას. გვირგვინით თორის შემკობის ტრადიცია შუა საუკუნეებიდან იწყება. იგი ხშირად მდიდრულად დეკორირებულია ებრაული მოტივების ჭედურობით, წარწერებით, რელიეფებითა და ორნამენტებით. ხოლო მასზე მიმაგრებული ზანზალაკები, თორის გადაადგილებისას მის გამოჩენას ამცნობენ ყველას.
H-44