ქალის სამოსი. XIX ს. ბოლო. მიტკლის ქსოვილი, მაქმანი, ხელის დაზგაზე ნაქსოვი. ქვედატანი, აბრეშუმის, შინდისფერი, გრძელი. ქვედატანი ხუთი ირიბად აჭრილი ნაჭრისაგან შედგება: უკან კალთაში კაბის შესაკრავიდან ბოლომდე ჩაკერებულია ორი ირიბად აჭრილი ნაჭერი. ქვედატანის ბოლოზე ირგვლივ შემოვლებულია ფოჩი, სარჩული – ყავისფერი მიტკლის. ასეთი სამოსი, ძირითადად, თბილისელი ებრაელი ქალებისათვის იყო დამახასიათებელი XIX-XX სს. მიჯნაზე. მე-19 ს. დასაწყისში საქართველოში აშკენაზი ებრაელების მიგრაცია აღინიშნება, ძირითადად, რუსეთიდან, უკრაინიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან, ებრაელი ქალაქელი ქალის სამოსში ამ პერიოდიდან ვრცელდება ევროპული ჩაცმულობის სტილიც.