მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ებრაელებს განსხვავებული საქორწინო ტრადიციები აქვთ ქეთუბა ყველასათვის მთავარია. იგი ქაღალდზე ან პერგამენტზე დაწერილი, მხატვრულად გაფორმებული ერთგვარი საქორწინო ხელშეკრულებაა. ამ ტრადიციას ფესვები უხსოვარი დროიდან ჩაეყარა. თვითონ ქორწინების ცერემონია ტარდება ხუფის ქვეშ. ტრადიციულად, ხუფა აბრეშუმის ან ხავერდის ქსოვილის დიდი ნაჭერია, რომელიც ოთხ სვეტზეა გადაფენილი ან ოთხ ადამიანს უჭირავს ნეფე-პატარძლისა და მათ მოწმეთა თავზე ქეთუბის წაკითხვის დროს.
ზომა: 70,3x100,5