საქორწინო სამზადისის ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილი იყო დედოფლის განბანა მიკვეში (სარიტუალო აბანოში). პატარძალი უამრავი ქალისა და კაცის თანხლებით მიჰყავდათ მიკვეში ტებილის რიტუალის (წყლით სავსე აუზში სამჯერ ჩაყურყუმალავება) განსახორციელებლად. მას აშუღები საზისა და ჭიანურის დაკვრით მიუძღოდნენ. აშუღებს მიჰყვებოდნენ პატარა ბიჭები საბანაო ჭურჭლითა და ბოხჩაში გამოკრული სანოვაგით, მათ კი - პატარძლის დობილებისა და ნათესავების ამალა.
ზომა: 31,5X41,5
შალომ კობოშვილის კატალოგი