geo eng

სახელი : ახალციხელი ებრაელი ნეფე

ტექნიკა : ტუში

ავტორი : შ. კობოშვილი

პერიოდი : 1940

აღწერა :

სურათზე წარმოდგენილია ახალციხელ ებრაელთა მდიდარი ფენის წარმომადგენელი, რომელიც ეთნოგრაფიული თვალსაზრისითაცაა საინტერესო. მხატვარს კოსტუმის თითოეული დეტალი გულდასმით აქვს დამუშავებული. თვალშისაცემია მისი იდენტურობა ქართულ ჩაცმულობასთან (ჩოხა-ახალუხი, ფაფახი). მას ჩვეულებისამებრ ხელში ბაღდადი უჭირავს.

”ნეფე” კობოშვილის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია და მასში ვლინდება უკვე დახვეწილი ხელწერა და მხატვრული გემოვნება.

ზომა: 38,5X25

შალომ კობოშვილის კატალოგი