ამ სურათზეც შეძლებული ფენის წარმომადგენელია გამოსახული და მისი მდიდრული ტანისამოსი და სამკაული თვალშისაცემია.
ოქროკაბის ზუბუმი (ზედა ტანსაცმელი), დამახასიათებელი ორნამენტებით მხრებზე წამოსხმული და გამჭვირვალე ჰაეროვანი ჩილაქა, ”მწვანე ბაღდადი”, გულმოდგინედ და მოხდენილად არის დახატული. განსაკუთრებულ ყურადღებას მხატვარი მრავალრიცხოვან სამკაულებსა და აქსესუარებზე ამახვილებს. ყელზე შემოხვეული რუშებიანი ხილაბანდი, საყურე გულმკერდზე დაკიდული ბოღმაღი და კირმიციები (ოქროს ყელსაბამი), ვერცხლის სარტყელი ფირუზის, ლალის და ზურმუხტის ბეჭდები, ზურმუხტშემოვლებული წითელი ქოშები, ჭრელი აბრეშუმის წინდები საოცარი მხატვრული ოსტატობით არის წარმოდგენილი.
ზომა: 35X17
შალომ კობოშვილის კატალოგი