თემატურად ქორწინების ციკლის პირველი სიუჟეტი არის “შაქარი-პური”_“დაწინდვა” ახალციხეში, ანუ სიტყვის გადატანა. ეს სურათი საპატარძლოს მშობლების ოჯახში ნიშნობას ასახავს, სადაც მთავარი ატრიბუტები: ტკბილი, ქადის მსგავსი ნამცხვარი ოჯახურ სამყაროს, ხოლო მოზრდილი შაქრის თავი ტკბილი ცხოვრების სიმბოლოს წარმოადგენს. ცერემონიის დასრულებისას შაქრის ნაჭრები სტუმრებს უნაწილდებათ.
ზომა: 21x28
შალომ კობოშვილის კატალოგი