თემატურად ქორწინების ციკლის პირველი სიუჟეტი არის ”შაქარ-პური” - ”დაწინდვა” ახალციხეში, ანუ სიტყვის გატანა. ეს სურათი საპატარძლოს მშობლების ოჯახში ნიშნობას ასახავს, სადაც მთავარი ატრიბუტები: ქადის მსგავსი ტკბილი ნამცხვარი ოჯახური სიმყარის, ხოლო შაქრის მოზრდილი თავი ტკბილი ცხოვრების სიმბოლოს წარმოადგენს. ცერემონიის დასრულებისას შაქრის ნაჭრები სტუმრებს უნაწილდებათ.
ზომა: 21X28
შალომ კობოშვილის კატალოგი