ი. პაპისმედოვს ერთ-ერთ წერილში მოყავს შალომ კობოშვილის ნაამბობი, რომელიც "ფალახაზე აყვანას" უკავშირდება, როდესაც ის "ხედერში" (რელიგიური სასწავლებელი) სწავლობდა, მას ”სუფრის კურთხევის” კითხვისას შეცდომა დაუშვია, რის გამოც მელამედს (მასწავლებელი) ჯერ სილა გაუწნია, ხოლო შემდეგ ხახამის ბრძანებით "ფალახაზე აუყვანია", ეს ყველაზე მძიმე სასჯელი იყო: მოსწავლეს ხელებშეკრულს პირაღმა აწვენდნენ, შიშველ ფეხზე თოკის მარყუჟს უკეთებდნენ და ზევით სწევდნენ, თან ჯოხს ურტყამდნენ. ამის გამო შალომმა "ხედერი" დატოვა.
ზომა: 17,5X24,8
შალომ კობოშვილის კატალოგი