ფეოდალურ ხანაში საქართველოს ებრაელთა ძირითადი საქმიანობა ვაჭრობა იყო. XIX ს-ის მეორე ნახევარში აღებ-მიცემობაში ჩაბმული მთელი ებრაელობა შეიძლება სამ ფენად დაიყოს: მსხვილი ვაჭრები (სოვდაგრები), ვაჭართა საშუალო ფენა და წვრილი მოვაჭრენი. ეს უკანასკნელნი, ეგრეთ წოდებული, მესოფლეები, მოვაჭრეთა უმრავლესობას შეადგენდნენ. სურათზე გამოსახული სოვდაგარი ჩაცმულია სადად, მაგრამ მდიდრულად. ბორდოსფერი ახალუხი, ვერცხლის ქამარი, ბუზმენტშემოვლებული ყავისფერი ჩოხა, ქამარში გაყრილი აბრეშუმის ბაღდადი, რომლის ბოლო ჩოხიდან მოჩანს, წვეტიანი წაღები და სოვდაგრისათვის დამახასიათებელი როკიანი ჯოხი ამ კაცის სოციალურ სახესა და ეკონომიკურ სიძლიერეს გაგრძნობინებთ.
ზომა: 28X16
შალომ კობოშვილის კატალოგი