geo eng

სახელი : ექიმბაშთან

მასალა : ქაღალდი

ტექნიკა : გუაში, აკვარელი

ავტორი : შ. კობოშვილი

აღწერა :

ახალციხელ ებრაელთა შორის სახალხო მკურნალები, ექიმბაშები ძირითადად ქალები იყვნენ. თუმცა, ზოგჯერ ხახამიც მკურნალობდა. ექიმბაში, უპირველეს ყოვლისა, ღმერთს სთხოვდა ავადმყოფის განკურნებას. ახალციხელ ებრაელებს ღრმად სწამდათ, რომ ყოველ დაავადებას თავისი ანგელოზი ჰყავდა. ამიტომ, მკურნალობას ამ ანგელოზების მიმართ ლოცვით იწყებდნენ. განსაკუთრებულ დაავადებებს, უმთავრესად, ლოცვებითა და ამულეტებით მკურნალობდნენ. ამულეტს ახალციხელი ებრაელები ეძახდნენ ”ნუსხას” თუ ის თათარი მოლას გაკეთებული იყო და ”კამიაყს” - თუ ხახამის მიერ იყო დამზადებული.

ზომა: 21X27 

შალომ კობოშვილის კატალოგი