მიკვე - სინაგოგასთან არსებული რიტუალური აბანოა, რომლის დანიშნულება არა ჰიგიენური, არამედ რიტუალური განწმენდაა. ამიტომ მიკვეში წინასწარ დაბანილები შედიან. ცნობები და კანონები მიკვეს შესახებ ჯერ კიდევ თორაშია მოხსენიებული. შემდგომში მიკვეს კანონები თალმუდში, ტრაქტატშია თავმოყრილი და აგრეთვე სხხვადასხვა თალმუდის შემდგომ ლიტერატურაშიც განიხილება. უკანასკნელ დროს, მიკვე ძირითადათ ქალებისთვისაა განკუთვნილი, უპირველეს ყოვლისა, პატარძლის ქორწილის წინა განწმენდის რიტუალური დანიშნულება აკისრია და აგრეთვე, გათხოვილი ქალებისთვის ყოველთვიური განწმენდის რიტუალის შესასრულებელ ადგილს წარმოადგენს. მიკვეს წმინდა წყალში ჩაყვინთვა სულიერ სისუფთავესთანაა ასოცირებული.
ზომა: 27X40.
შალომ კობოშვილის კატალოგი