ქაფარის შემოვლება და ქათმის დაკვლა ორი ურთიერთდაკავშირებული რიტუალია. რელიგიური დღესასწაულის - "იომ-ქიფურის" (ცოდვების მიტევების დღის) წინ მორწმუნე ებრაელები მონანიების მიზნით ვალდებული არიან თავზე შემოივლონ ქაფარა – ქათამი, რის შემდეგაც მას ხახამს ან ღარიბებს აძლევენ. ებრაელთათვის საკვებად ვარგისად ითვლებოდა მხოლოდ შოხეტის - დამკვლელის მიერ რელიგიური წესების დაცვით დაკლული ფრინველისა თუ საქონლის ხორცი. ფრინველისა და საქონლის დაკვლა შეეძლო სპეციალურად საამისოდ მომზადებულ პირს, რომელსაც მიღებული ჰქონდა შოხეტად მუშაობის უფლება.
ზომა: 70,5X101
შალომ კობოშვილის კატალოგი